ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა სირიის მთავრობა და მისი რუსი და ირანელი მოკავშირეები ამბოხებულების მიერ დაკავებული იდლიბის პროვინიციაზე „უგუნური“ თავდასხმების წინააღმდეგ.
ამერიკული კინოთეატრების ეკრანებზე უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს ჩვენება რეჟისორ ჯეკ ბრაიანის სკანდალური ფილმისა - „აქტიური ღონისძიებები“, სადაც აღწერილია კრემლის რეჟიმის სავარაუდო კავშირები ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტთან და მის გარემოცვასთან.
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა., რომ თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციის მიმართულებით საქართველო ალბათ ყველაზე უფრო განვითარებული პარტნიორია, თუმცა მოდუნების საშუალება არ აქვს, არსებობს პოტენციალი, რომლის რეალიზება უნდა მოხდეს.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი განმარტავს, რომ ერთი წლის წინ სკოლის შენობაში ჩატარებული რეაბილიტაციის დროს, შეკიდული ჭერი ისე გაკეთდა, მისი გამაგრება არ მომხდარა. მისივე თქმით, უკვე მზადაა რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი და ხარჯაღრიცხვა თუმცა, როდის დაიწყება სამუშოები უცნობია.
სემ პატენი მუშაობდა მიხელ სააკაშვილთან, იგი თავის თავს მოიხსენიებს როგორც მისი პარტიის „ჩრდილოვან მენეჯერს“, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გარკვეულმა პირებმა „ევროპული საქართველოს" შემადგენლობა დატოვეს და „ძალა ერთობაშია“-ს შეუერთდნენ, გიგი უგულავა პასუხობს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გამყარდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ.
ჩვენ უნდა ვეხებოდეთ ისეთ გარემოებებს, რომელიც გამოვლენილი არ არის ან მიჩქმალულია და კონკრეტულმა პირებმა, თანამდებობის პირებმა, სახელმწიფოს ორგანოებმა გააყალბეს, განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა, ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.