„საქართველოს თავდაცვა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

სრულად...

„ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა ძალაშია. ყველა წევრმა ქვეყანამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ.

სრულად...

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ  საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც დღეს მის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ჩახედოს  კანონებს და ნახავს, რომ იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი არ არის.

სრულად...

ამ დარბაზში თქვენ არავინ გიცნობთ - არც ოპოზიცია, არც უმრავლესობა. შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არავინ გიცნობთ. თქვენ დღეიდან იქნებით პოლიტიკური ფიგურა. ვინ მოგძებნათ თქვენ? საიდან გაჩნდა თქვენი კანდიდატურა? ვინ არის საქართველოში ის ადამიანი, რომელიც თქვენ გიცნობთ და რომელსაც ჩვენ უნდა ვენდოთ? - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ქობულიას პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე, სადაც დღეს მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების მოსმენა მიმდინარეობს.

სრულად...

როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, შსს-ს აკადემიის დახმარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის შეფასება და შემუშავდა გამომძიებელთა სპეციალური გადამზადების კურსი, რომელსაც საქართველოს ყველა გამომძიებელი ეტაპობრივად გაივლის.

სრულად...

კალიფორნიაში მფრინავი ავტომობილი გამოსცადეს, რომელსაც საფრენად პილოტის მართვის მოწმობა არ სჭირდება.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდისს შეხვდა, რომელიც ქვეყანას ოფიციალურ ვიზიტად სტუმრობს.

სრულად...

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. თეა წულუკიანმა აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

სრულად...

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გამართულ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის გენერელურ გეგმაზე და რეგულაციების გამკაცრებაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, ახალ გენერალურ გეგმაში ტყემ თავისი სტატუსი დაიბრუნა.

სრულად...

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხუთაშაბათს ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს მიღების შემთხვევაში, მოსკოვი სათანადო ზომებს მიიღებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი