შსს-ს ვერტმფრენის ავარიულად დაშვებისას დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია. მათ შესახებ კომენტარი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გააკეთეს.
ექიმის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ბრიუსელში, სადაც მეორე დღეა ნატოს სამიტი მიმდინარეობს და სადაც ჯერჯერობით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნები დომინირებს, ალიანსის ლიდერები თავიანთი ყურადღების ავღანეთის კონფლიქტისადმი მიპყრობას გეგმავენ.
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ამ კანდიდატებს შორის, არც ერთს არ აქვს პოლიტიკური ცოდნა, შესაბამისად „ევროპული საქართველო“ ვერ ხედავს იმის პერსპექტივას, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები შეძლებენ ისეთი რეფორმების გატარებას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ახალ მინისტრებს არ გაუჭირდებათ ამოცანების შესრულება, ვინაიდან მათ წარმატებული კარიერა გააჩნიათ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალ მინისტრთა კაბინეტს იწუნებენ.
12 ივლისს 08:30-ზე, შინაგან საქმნეთა სამინისტროს ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განიცადა მთა ანდარაზართან განლაგებულ სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“.
საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, აღნიშნული განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტის ფარგლებში, ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა. მარგველაშვილმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც არსებული მდგომარეობით საქართველომ მიაღწია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.