თურქეთის ხელისუფლების შეერთებული შტატებისადმი მოწოდებას, დააპატიმრონ ან გადასცენ დევნილობაში მყოფი ფატჰულა გიულენი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ამერიკა გიულენის ექსტრადირების საკითხს განიხილავს, მაგრამ საჭიროა იმამის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების სამხილი და დააზუსტა, რომ თურქეთს არ მოუთხოვია გიულენის ექსტრადიცია.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი ისიკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთგულმა ძალებმა თურქეთში სრული კონტროლი აღადგინეს, მაგრამ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი განგრძობითი საფრთხისთვის ხელისუფლება დარჩება სიფხიზლის მაღალ დონეზე.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რომელიც სტამბულში იმყოფება, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას მოუწოდა დააპატიმროს სასულიერო პირი ფეტჰულაჰ გიულენი ანდა მოახდინოს მისი თურქეთში დეპორტირება, რათა მას წარედგინოს ბრალი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის.
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიდან განდევნილ სასულიერო პირს, ფეტულაჰ გულენს გვერდით დაუდგება, თურქეთის მტრად ჩაითვლება, განაცხადა თურქეთის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა. ამის შესახებ ბრიტანული „გარდიანი“ წერს.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობისას დაღუპულთა რიცხვი 265-მდე გაიზარდა. ოფისის ცნობით, მათ შორის161 ადამიანი სამოქალაქო პირია, რომელთაგან 20 „შეთქმულების მონაწილე“ იყო.
პარიზის პროკურატურის ოფისის განცხადებით, 5 ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ ნიცაში 84 ადამიანის მკვლელობასთან კავშირში იმყოფება, პოლიციამ პატიმრობაში აიყვანა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
სააგენტო „ანადოლუსა“ და გაზეთ Hurriyet-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის უზენაესი სასამართლოს 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა.
თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს "ანადოლუს" ცნობით, თურქეთში 2745 მოსამართლე გაათავისუფლეს, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მოსამართლეებისა და პროკურორების უმაღლესმა საბჭომ მიიღო.
თურქეთის პრემიერ მინისტრი, ბინალი ილდირიმი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენას არ გამორიცხავს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ილდირიმის თქმით, აღნიშნული სასჯელის დასაბრუნებლად შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს
თურქეთის პრემიერ მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.