რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მიუსამძიმრა.
ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა.
პარასკევის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთმა უკვე 6 000 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC თურქეთის იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქი სასულიერო პირი ფეტჰულაჰ გიულენი თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მისი შესაძლო თანამონაწილეობის საკითხის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციას სთხოვს.
თურქეთის დიდ ქალაქებში წუხელ ქუჩებში ხალხმრავალი გამოსვლები იყო, სადაც სამხედრო გადატრიალების წარუმატებლად დასრულება აღნიშნეს.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის დაძაბულობამ ესკალაციას მიაღწია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ლიდერები უკმეხად მოითხოვდნენ ძალადობის ორკესტრირებაში ბრალდებული, შეერთებულ შტატებში ბაზირებული თურქი სასულიერო პირის ფეტჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ წერს.
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა ფრანგ პატრიოტებს ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, სარეზერვო ჯარის შემადგენლობაში შესვლა სთხოვა.
სირიის ქალაქ ალეპოში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან.
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს.
ერევანში, პოლიციაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.