თურქეთში სამხედროების ქმედება „საგრძნობლად კარგად ორკესტრირებულ სამხედრო გადატრიალებას მიაგავს, რომლის სათავეში ჩანს რომ დგანან სამხედროების მნიშვნელოვანი სტრუქტურები და არამხოლოდ რამდენიმე პოლკოვნიკი“, - აღნიშნული განცხადება „როიტერსთან“ საუბრისას ევროკავშირის წყარომ გააკეთა.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ უმცირესობის მიერ დაწყებულ ამბოხებას დაძლევს. როგორც თურქულ CNN-ს მან მობილური ტელეფონით საუბრისას განუცხადა, ქმედება არის „პარალელური სტრუქტურის“ მიერ განხორციელებული, რასაც საჭირო პასუხები გაეცემა.
თურქეთის შეიარაღებულმა სამხედრო ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე კონტროლი აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცლებს.
არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არმედ მთელი მსოფლიო დღეს საფრანგეთის გვერდით დგას, განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. თავდასხმა არის „საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის“, თქვა მან.
საფრანგეთი დგას ბრძოლის წინაშე, რომელიც ხანგრძლივი იქნება, - აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლადმა ნიცაში მომხდარი შეტაკების დროს დაზიანებული ადამიანების საავადმყოფოში მონახულების შემდეგ გააკეთა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნიცაში მომხდარი თავდასხმისას მოკლული 84 ადამიანის გარდა, 50 სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება.
ნიცაში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მსოფლიო მედიაში აღნიშნულის თაობაზე უკვე გარკვეული ინფორმაციები ვრცელდება.
საფრანგეთის ერთ-ერთი სატელევიზიო არხი იუწყება, რომ თავდამსხმელი დაქორწინებული იყო და სამი შვილი ჰყავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული BFMTV პოლიციის წყაროებსა და ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი "შოკირებული და დამწუხრებულია შემაძრწუნებელი თავდასხმით", რომელიც ნიცაში მოხდა და დიდი ბრიტანეთი საფრანგეთის "მხარდამხარ" იდგება. ამის შესახებ BBC წერს.
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონეს განცხადებით, ნიცაში 4 ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, ნაპოვნია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.