თურქეთის პრემიერ მინისტრი, ბინალი ილდირიმი პრესკონფერენციას მართავს. ილდირიმი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში "პარალელურ სტრუქტურებს" ადანაშაულებს
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ ავრცელებს.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომა ადგილობრივი დროით 14.00 საათისთვის არის დანიშნული.
მაიკლ რუბინი, თურქეთის საკითხების მკვლევარი „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნებულ წერილში ანალიზს უკეთებს იმ მიზეზებს, თუ რამ განაპირობა სამხედრო გადატრიალების მცდელობა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას გარდაცვლილთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა, 1 154 კი დაჭრილია, ამის შესახებ BBC თურქულ სააგენტო "ანადოლუზე" დაყრდნობით წერს.
60 ადამიანი ემსხვერპლა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას. „როიტერსის“ ცნობით, აქედან სულ მცირე 42 ადამიანი ანკარაში დაიღუპა. "როიტერსი" თურქეთის ოფიციოზზე, იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მომხდარის გამო, ამ დროისთვის 336 ადამიანია დაპატიმრებული.
მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტში დაეშვა, ერდოღანმა ჟურნალისტებთან პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა.
ორი დიდი აფეთქება მოხდა სტამბულის ტაქსიმის მოედანზე, აფეთქებებს თან ახლდა საბრძოლო თვითმფრინავების გრუხუნი.
თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია, ამბოხებულები დამარცხდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება წინააღმდგობის გარკვეული კერები.
„როიტერსის“ ცნობით, თურქეთში აეროპორტები დაკეტილია, გათიშულია ინტერნეტი და სოციალური მედია. თვითმფრინავები და ვერტმფრენები ანკარაში საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.