პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ უარის თქმა პრეზიდენტთან კონსულტაციებზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი საერთოდ არ განიხილავს მარგველაშვილის კანდიდატს და საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ იუსტიციის საბჭო დანიშნავს მმართველი გუნდის მორიგ მარიონეტს.

სრულად...

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ უნდა ჰყავდეს და იმ შემთხვევაში ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში თუ კანდიდატი განსაკუთრებით მისაღები იქნება მმართველი გუნდისთვის.

სრულად...

„ჩვენ უნდა გვქონდეს კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა, ორპალატიანი პარლამენტი, წარმომადგენლობის რეგიონალური დონე - ამ პირობებში შეიძლება პრეზიდენტი არ ავირჩიოთ პირდაპირ“, მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქული ლირის კრიზისი ჩვენს ეროვნულ ვალუტასთან არანაირ კავშირშია და ეს მიზეზი „მმართველმა საბანკო ოლიგარქიამ მილიონების ამოსაღებად გამოიყენა“, რის გამოც, ნათელაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბანკების მფლობელები, ივანიშვილთან ერთად, აუცილებლად დაჯდებიან საბრალდებო სკამზე.

სრულად...

„ის უფლებამოსილება რაც პრეზიდენტს აქვს, არ არის შესაბამისობაში მისი მაღალი ლეგიტიმაციით, პირდაპირი გზით არჩევასთან. მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ: საპარლამენტო რესპუბლიკებში ლოგიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები მის სტატუსთან“, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.

სრულად...

მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება შეცვალა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გიორგი მარგველაშვილს აღარ შეხვდება. „ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი თავისი აპარატის თანამშრომელს წარადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად.

სრულად...

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს ეხმაურება, რომელშიც  საქართველო მოიაზრება, როგორც აშშ-ს მოკავშირე და პარტნიორი. ზალკალიანის თქმით, შეერთებულ შტატებს ეროვნულ ინტერესებში აქვს საქართველოს და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში 23-24 აგვისტოს დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ამ ვიზიტს „ძალიან დიდი მნიშვნელობა“ აქვს.

სრულად...

„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა წამოაყენა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის პარლამენტს თბილისში გადმოიტანს, ავლაბრის რეზიდენციაში საქართველოს რესპუბლიკის სასახლეს განათავსებს და პრეზიდენტის სასახლეს ათონელის ქუჩაზე გადაიტანს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი