პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის ვარდნას ეხმაურება. როგორც მან „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი 2008 წლის ომის პერიოდშიც კი, შენარჩუნებული იყო. სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართელობის გაგრძელების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ერთი დოლარის ღირებულება 4 ლარი გახდება.

სრულად...

შინდისის ბრძოლიდან 10 წლისთავზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინი შეამკეს და გმირ მებრძოლებს პატივი მიაგეს. 

სრულად...

შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 10 წლის წინ ამ დღეს შინდისში ჩვენმა თანამემამულეებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, წერია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

სრულად...

„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ პარტიის მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

სრულად...

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ  ნიკორწმინდა სავალალო სიტუაციაშია, სოფელში არ არის ცხოვრების ელემენტარული პირობები. ვაშაძე ასევე ამბობს, რომ გახშირებული კრიმინალის გამო რაჭაში ტურისტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო.

სრულად...

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პალიტრა TV-ის გადაცემაში,  „360 გრადუსი“ აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა. ციხელაშვილის თქმით, ომისთვის მზადება რუსეთმა 90-იან წლებში დაიწყო და დეტონატორი, რომელიც საქართველოში აფეთქდა საბჭოთა კავშირის დროს ჩადო.

სრულად...

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სანამ არ გადადგება და საბრალდებო სკამზე არ დაჯდება სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.ნათელაშვილს სამართლიანი არჩევნების ჩატარების იმედი არ აქვს.

სრულად...

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა, სავალდებულო ქიმიური კასტრაციით", აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

სრულად...

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის წევრების ახლობლებით დაკომპლექტების შესახებ, ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობაა.

სრულად...

მამუკა არეშიძის განცხადებით, საზოგადოების გადამწყვეტ ნაწილს არ მოსწონს პრეზიდენტის გადაცდომები. არეშიძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილს არ აქვს ამის უფლება, რადგან იგი სახელმწიფოს წარმოადგენს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი