მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ პირველად მათი ურთიერთობის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები წამოიწყეს მაშინ, როცა კავკასიური სახელმწიფო ცდილობს მტკიცე ნაბიჯების გადადგმას NATO-ში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ BBC წერს.

სრულად...

სირიის პროვინცია ჰომსში სარაკეტო დარტყმის შედეგად ინგლისურენოვანი რუსული ტელეკომპანიის, „რაშა თუდეის“ კორესპონდენტი ხალიდ ალ-ხატიბი დაიღუპა, ოპერატორი კი დაჭრილია.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ სტატიას აქვეყნებს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ეკონომისტი“ და აღნიშნავს, რომ იგი პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებისთვის საფრთხედ იქცა.

სრულად...

ორი ადამიანია მოკლული და სამს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული გერმანიის ქალაქ კონსტანსში ღამის კლუბში მომხდარი სროლების შედეგად. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სრულად...

ავსტრალიაში კონტრ-ტერორისტულმა პოლიციამ თვითმფრინავის ჩამოგდების ტერორისტული აქტი შეაჩერა. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ მინისტრ მალკოლმ ტერნბულის განცხადებაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სრულად...

„შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ევროპის დარწმუნების მისიას იწყებს“, ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“, რომელიც პენსის ესტონეთში, საქართველოში და მონტენეგროში 30 ივლისი-2 აგვისტოს ტურნეს ეხება და ხაზს უსვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია ამ ვიზიტით დაამშვიდოს ამერიკის ევროპელი მოკავშირეების ნერვები მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეზიდენტად არჩევისთანავე ტრანს-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის უსარგებლობაზე, „დრომოჭმულობაზე“ გააკეთა აქცენტი და NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, სამაგიეროდ კი გამოავლინა დაუოკებელი სწრაფვა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ.

სრულად...

პაკისტანის პრემიერ მინისტრი ნავაზ შარიფი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გაუშვა, რომელმაც 3 000 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია და რომელიც იაპონიის ტერიტორიულ წყლებში დაეშვა. ინფორმაციას BBC იაპონიის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

გერმანიის პოლიციის განცხადებით, მოკლულია ერთი ადამიანი და დაზიანებები აქვს მიღებული რამდენიმეს, ჰამბურგში, სუპერმარკეტში განხორციელებული თავდასხმისას.

სრულად...

როგორც შტატ ალიასკის პოლიცია იუწყება, ეჭვმიტანილმა ცოლი იმიტომ მოკლა, რომ ის „მასზე დაცინვას არ წყვეტდა“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი