მსოფლიო

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჭკვიანი კაცია და სწრაფად გააცნობიერებს მის პასუხისმგებლობას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ სატელევიზიო არხ НТВ -სთან ინტერვიუში.

სრულად...

ავსტრიაში მიმდინარე ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი და „მწვანეთა პარტიის“ ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდერ ვან დერ ბელენი უპირისპირდებიან.

სრულად...

იტალიაში რეფერენდუმი იმართება და იგი პრემიერ მინისტრ მატეო რენცის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმას, კერძოდ კი იტალიის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ეხება, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაშიც იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 3-ჯერ უფრო მეტად,  315-დან 100-მდე შემცირდება.

სრულად...

სანტიაგო დე კუბაში სიტყვით გამოსვლისას კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ მისი გარდაცვლილი ძმის ფიდელ კასტროსთვის საბოლოო პატივის მისაგებ ცერემონიაზე, რომელსაც თავად უძღვებოდა, აღთქმა დადო, რომ პატივს სცემენ სოციალისტურ პრინციპებს და მიზნებს რევოლუციისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფიდელ კასტრო, რომელიც 25 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სრულად...

ფიდელ კასტროსთვის საბოლოო პატივის მისაგებ დასაფლავების ცერემონიას ქალქ სანტიაგოში მისი ძმა რაულ კასტრო უძღვებოდა.

სრულად...

კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა 71 ცხედარი ბრაზილიაში გადაასვენეს. ავიაკატასროფას ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის „ჩაპეკუენზეს“ მოთამაშეთა უმრავლესობა ემსხვერპლა.

სრულად...

სულ მცირე 9 ადამიანი გარდაიცვალა, 25 კი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც ძლიერმა ხანძარმა იფეთქა გვიან ღამით კალიფორნიის ქალაქ ოკლანდში, საწყობში წვეულებისას. აღნიშნულის შესახებ შაბათს, ქალაქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

სრულად...

ფედერალურმა ორგანოებმა ლოს-ანჯელესში FBI -ის „10 ყველაზე მეტად ძებნილის“ სიაში მყოფი მამაკაცი, სავარაუდოდ მარლონ ჯონსი, პარასკევს პატიმრობაში აიყვანა, ერთი დღის შემდეგ, რაც იგი ოქტომბერში დაბადების დღის სუფრაზე საბედისწერო გასროლისთვის, ძებნილთა სიაში შეიყვანა.

სრულად...

ინდონეზიის პოლიციის ორძრავიანი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 15 ადამიანი იმყოფებოდა და რომელიც სინგაპურის სამხრეთით კუნძულ ბატამისკენ მიფრინავდა, დაკარგულადაა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

კიდევ ერთი რაიონის ხელში ჩაგდების შემდეგ, აღმოსავლეთ ალეპოს 2/3 -ამდე ტერიტორია, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებდნენ, ახლა უკვე სირიის სამთავრობო ძალების ხელშია გადასული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი