გარემოს დაცვა

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

 

სრულად...

ევროკავშირისა და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია ოთხი მუნიციპალიტეტი. 

 

სრულად...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მთელი პლანეტის მასშტაბით ჰაერის დაბინძურებისგან ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში კვდებოდა, თუმცა 2018 წლის ანგარიშში ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ეზე გადაინაცვლა.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  პროექტი „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. დავითაშვილმა, კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ (ADC) და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და საქართველოში ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 371 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 57 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საველე პირობებში გამართული შეხვედრის მიზანი ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის საჭირო ხელსაწყოების დემონსტრირება იყო.

სრულად...

ფაროსანასთან ბრძოლის ყველა ღონისძიება უნდა გატარდეს მოსახლეობასთან ერთად, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

სრულად...

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

სრულად...

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

სრულად...

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საავტომობილო დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გეგმავს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი