გარემოს დაცვა

ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხის გადაჭრის გზებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

სრულად...

აღნიშნული პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ, აშშ-სა და საქართველოს მხარეებს შორის შეთანხმებით დაიწყო. ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტია, კომპანია Land O'Lakes ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და წვლილი შეიტანოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად, ბათუმში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო.

სრულად...

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, მთავრობამ დღეს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონმდებლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მნიშვნელოვან საკითხებს გადაჭრის და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებს კიდევ უფრო მოქნილს გახდის.

სრულად...

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების შეძენაში თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ სარგებელი ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისში, მთაწმინდიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერისკენ მიმავალ ბილიკზე დასუფთავების აქცია გაიმართა.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ტექნიკისა და აღჭურვილობის პრეზენტაცია გაიმართა. დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა. აღნიშნული მანქანები რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს  ახალი ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი წარუდგინა.  წარდგენას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა. 

 

სრულად...

ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოდან ბუნებრივი მემკვიდრეობა იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის ცნობადობას გაზრდის“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბათუმში, სასტუმროში „ჰილტონი“ გამართულ საქართველოს დაცული ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის წარდგენასთან დაკავშირებულ  კონფერენციაზე განაცხადა.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი