უფრო მეტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მინისტრს თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა და ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა  რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და  გამოწვევებზე ისაუბრეს.  

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დიდი ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

სრულად...

GUARDIAN.GE - „2011 წელს, როდესაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე, ერთ-ერთ პირველ მიზნად სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დავისახე. სკოლა არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, ეს შენობა 1991 წელს აშენდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო მისი კეთილმოწყობა ვერ მოესწრო. მე იმ წელს დავიწყე აქ მასწავლებლად მუშაობა და შენობა დაუსრულებელი იყო, მაგრამ იძულებული ვიყავით მაინც შევსულიყავით და დაგვეწყო სწავლის პროცესი, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა. არც წყალი, არც გაზი, არც შუქი, არც სხვა კომუნიკაციები, შენობა დიზელის საწვავაზე მომუშავე ღუმელებით თბებოდა, უფრო სწორად, ვერ თბებოდა, რადგან აქ ძლიერი ყინვებია ზამთარში და საკმაოდ ციოდა, მაგრამ სწავლის პროცესი არასდროს შეწყვეტილა“, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, არარატ ელიზბარიანმა ქართულ ენაზე განუცხადა (შენიშვნა: ბატონ არარატ ელიზბარიანთან ინტერვიუ ქართულ ენაზე შედგა).

სრულად...

გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და ეროვნული გმირის ბიუსტი საზეიმოდ გახსნეს.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მასწავლებლებთან შეხვედრებზე გამოიკვეთა საკითხი, რომელიც მასწავლებელთათვის სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების გზებს შეეხება. ამილახვარის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდეს სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევს.

სრულად...

ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის გეგმიური საველე წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ეტაპს მოიცავდა. პირველი ეტაპი საველე მოქმედებებსა და სადაზვერვო ჯგუფის, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და ქვემეხების შერწყმას მოიცავდა, მეორე ეტაპზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები შეაფასეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი საბრძოლო სროლებს დაეთმო.

სრულად...

GUARDIAN.GE - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლის დირექტორის, გარნიკ ტაშჩიანის ინფორმაციით, ბოლო 20 წელიწადში, მიგრაციის მაღალი პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე, სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და თუკი 21-ე საუკუნის დასაწყისში, ოლავერდის საჯარო სკოლაში 230 მოსწავლე ირიცხებოდა, ბოლო წლებში, მათი რაოდენობა 100-ზე ნაკლებია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი