უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს, ანა დოლიძეს პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი. ანა დოლიძის კანდიდატურაზე დეპუტატებმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკვე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
2016 წელს საქართველოდან ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ერთეული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად დაახლოებით მილიონ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აფთიაქის ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის არაერთი ფაქტი გამოავლინა.
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქართვერლოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა.
ევროკავშირის ლიდერები მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთისათვის წარსადგენ ერთობლივ წინადადებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ქსავიერ ბეტელის თქმით, ევროკავშირის ერთობლივ პოზიციას თურქეთს დღეს წარუდგენენ.
სამართალდამცავებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „BAKAN“ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს შეხვდა. შეხვედრაზე შს მინისტრმა ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ახალი ინიციატივები გააცნო.
შსს-ს თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის რაიონში პატრულირებისას, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 82-ე კილომეტრზე, წილკანის და მუხრანის მინდვრებთან ახლოს, ნავთობსადენის მაგისტრალის მილთან ამოთხრილი ორმო აღმოაჩინეს, სადაც ნავთობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მილსადენზე უკანონოდ მილის დაერთება იყო დაწყებული.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ პრაღის ფორმატზე უარის თქმა პრობლემების მოგვარების ნაცვლად, პრობლემების რაოდენობას გაზრდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.