საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს. პრემიერის პრესკონფერენცია 11:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელისთვის აუხსნელია ის ფაქტი, თუ სად წავიდა თავდაცვის სამინისტროსთვის სამი წლის განმავლობაში განკუთვნილი მილიარდნახევრიანი ბიუჯეტიდან თანხები და რატომ არის დაუსრულებელი ყაზარმები, სასადილოები, სარბენი ბილიკები, სპორტული ნაგებობები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ საკუთარი პოლიტიკა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და არავის ჰკითხოს, როცა რაიმე თოქ-შოუს ხსნის ან ხურავს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობის მიერ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის გადაწყვეტილება.
საქართველოს პრზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ მედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
მივესალმები ინგა გრიგოლიას მსგავსი გადაცემა–შოუების დახურვას ქართულ სატელევიზიო სივრცეში"- აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე და თავის მოსაზრებას ასე ხსნის:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
არ შეიძლება, ილაპარაკო იმ ადამიანის უმწიკვლო წარსულზე, რომელიც შენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ სამართალდამცავთა ჯგუფშია, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დაჭრილ ლევან გვაზავასთან დაკავშირებით შს მინისტრის პირველი მოადგილის, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" ორი თოქ-შოუს დახურვის გამო გაკვირვებულია. როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტელეარხის ხელმძღვანელობის პასუხი დამაჯერებელი არ არის.
ვფიქრობ, საგარეჯო მიიღებს იმაზე გაცილებით ენერგიულ და აქტიურ დეპუტატს, ვიდრე მას ჰყავდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეჯოს ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად თამარ ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენაზე კომენტირებისას განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქებში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატები ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინათ წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.