კოალიცია "ქართული ოცნება" საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტში წარადგენენ "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს და უზრუნველყოფენ მის მიღებას მომდევნო საპარლამენტო სესიის დასრულებამდე.
პარტია "ქართული ოცნება" 60 დამოუკიდებელ ექსპერტს 15 სამუშაო დღით ეძებს - ამის შესახებ განცხადება სამსახურის მაძიებელთა საიტ jobs.ge-ზე გამოჩნდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ შემოდგომისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან.
კოალიცია "ქართული ოცნება" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ კოალიციურ რეჟიმში აპირებს. ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტად ნიუ-იორკში იმყოფება. უსუფაშვილი 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაერო-ს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებული, პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენცია გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატებს ცენტრალურ ოფისში დღეს დილით 11:00 საათზე წარადგენს.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის განცხადებამ იმის შესახებ რომ ლევან გვაზავა არის წესიერი კაცი და მასზე მუქარა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლუკა კურტანიძის გაღიზიანება გამოიწვია.
ბათუმში 3 დღით სტუმრად მყოფმა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი ბათუმის აეროპორტში, უკრაინაში გამგზავრებამდე გააკეთა.
ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრობას არ დათანხმდება. ამის შესახებ მან ტელეარხ „112-უკრაინას“ ეთერში განაცხადა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ამ თანამდებობას შესთავაზებენ, ის მის დაკავებაზე უარს იტყვის, ვინაიდან „უკრაინაში ისედაც არის ბევრი კარგი კადრი“.
ის ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებსაც თბილისი ნატო-სკენ მიჰყავთ, უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
დასრულდა ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში. იენს სტოლტენბერგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.