რეგიონები

დიდთოვლობის გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. როგორც ქვემო სვანეთის მცხოვრებლები აცხადებენ, შემოდგომიდან მოყოლებული ხშირია ელექტროენერგიის გათიშვა, ზამთარში კი დენის წასვლა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია - სათანადოდ არ იწმინდება ცენტრალური გზა, სადაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ერთმანეთისთვის გვერდის ავლას ვერ ახერხებენ.

სრულად...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეხვედრა გაიმართა. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს საჩუქრად ცნობილი ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის შემოქმედების შესახებ წიგნები გადაეცათ.

სრულად...

ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის დაზიანებული მილსადენი აღდგენილია და ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად მოხდება.

სრულად...

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე დაბა ჩაქვში, მე-7 რაიონში გზების გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო.

სრულად...

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში - 30 სმ-ს, ხოლო ქალაქში 5 სმ-ს აღწევს.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წელს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა დაიწყება.    

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა და ნინოწმინდისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ენზელ მკოიანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრეს

სრულად...

გადაუღებელმა წვიმამ თერჯოლაში პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად, სანიაღვრე არხები გაიჭედა და თერჯოლის ცენტრალური  ქუჩა დაიტბორა. წყლის მძლავრმა ნაკადმა მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის შენობის სარდაფიც დატბორა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მონიტორინგს პირადად თერჯოლის მუნიციალიტეტის გამგებელი, თეიმურაზ ჯაფარიძე უწევს.

სრულად...

ჭიათურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 6 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც Guardian.ge-ს ჭიათურის გამგებელმა, ზურაბ კუპატაძემ განუცხადა, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა.

სრულად...

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი