ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს განახლებული და კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება.
ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მუნიციპალურ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. წარმოქმნილი ეკონომიები, რომელმაც 863 500 ლარი შეადგინა, სხვადასხვა ღონისძიებებზე გადანაწილდა. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის - „Doppelmayr”-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია.
ქობულეთის "ქალთა ოთახში" აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომრის მოადგილემ, ასლან ლორთქიფანიძემ და აჭარის ქალბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მაყვალა კვირიკაძემ პროექტის „წარმატებული ქალი, ძლიერი ეკონომიკა“ ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც Guardian.ge-ს ადიგენის გამგეობიდან აცნობეს, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მასზე 114 184 ლარი დაიხარჯა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ხანძარმა კულტურის სახლის ყოფილი შენობა დააზიანა. შენობაში ამჟამად იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, ბიბლიოთეკა, "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრი და კიდევ რამდენიმე ოფისია განთავსებული.
ქედის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობაა. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1.50 სმ-ს აჭარბებს, დაბლობში კი 50 სმ-ია. უამინდობამ ელექტრომომარაგებისა და გადაადგილების პრობლემა შექმნა. ქედის გამგეობის ცნობით, მუნიციპალიტეტის სოფლებს, სილიბაურს, გარეტყეს, სიხალიძეებს, მერისსა და ორცვას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქურდევში ხანძრისგან დაზიანებული რიტუალების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში თოვს. თოვლის საფარმა ქალაქში 30 სმ-ს მიაღწია. როგორც Guardian.ge-ს თერჯოლის გამგეობიდან აცნობეს, გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო, შპს „ინვეტ ფიდი“ გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.