რეგიონები

ასპინძის მუნიციპალიტეტის 4-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი - წლების განმავლობაში საფრანგეთის უმაღლესი ლიგის კლუბების მოთამაშე და რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას გადამწყვეტი ლელოს ავტორი (ანგარიში 17:13), რისი წყალობითაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური პირველად მოიპოვა - ლევან ცაბაძე Guardian.ge-ს გამოუტყდა, რომ მისი „ოცნებების 90% იმიტომ ახდა, რომ ყოველთვის რეალური ოცნებები მქონდა“.

სრულად...

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის, „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS) ფარგლებში, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის რესურსის გაძლიერებით, ისტორიულ ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და განვითარების სტიმულირება, ჭიათურაში ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.

სრულად...

დუშეთში ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, 5 ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვასა და ბელორუსის 9 ისტორიული ქალაქის ხელმძღვანელი პირებისა და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლების შეკრება გაიმართა. 

სრულად...

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობაა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 180 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში 150 სმ-ს, ხოლო დაბლობში 1 მეტრს მიაღწია.

სრულად...

ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ჩეხურ კომპანია „ეკოსისტემა GMCS”-ისა და შპს „კონსალტინგის“ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც წყალანირების პროექტის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

სრულად...

აბაშის გამგეობაში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილმა მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა მუნიციპალიტეტისთვის ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის ოდენობა განსაზღვრა.

სრულად...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგბელთან, სულხან ევგენიძესთან ერთად, სოფელ ხუცუბნისა და სოფელ ქობულეთის საბავშვო ბაღები გახსნა.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან დაზარალებულ 32 ოჯახს 8761 ლარი ჩაერიცხება. როგორც Guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ ზარალის შემსწავლელმა კომისიამ მიიღო.

სრულად...

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის გამგეობიდან აცნობეს, დილიდან „ქობულეთის გამწვანების“, „სანდასუფთავებისა“ და  „ქობულეთის წყლის“ ორგანიზებით, იწმინდება სანიაღვრე არხები.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გუდაური-კობის მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი