საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში სახალხო ზეიმი „ქაქუთობა“ გაიმართა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, საღამოზე კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, საჯარო სკოლის მოსწავლეების, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების, მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში 2016 წლისთვის დაგეგმილი მსხვილი პროექტები განხორციელების ბოლო ფაზაშია და გეგმის მიხედვით, 26 დეკემბერს უნდა ჩაბარდეს. ეს არის ორი დიდი პროექტი - სპორტული კომპლექსის და მწვანე თეატრის მშენებლობა, რისთვისაც, შესაბამისად, დაახლოებით 3 მილიონი ლარი და 500 ათასი ლარი იხარჯება.
სიღნაღის გამგებლის, დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, 2016 წელს მუნიციპალიტეტისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი იყო 2 მლნ 400 000 ლარი, ძირითადი სამუშაოები კი გზების მოწესრიგების მიმართულებით განხორციელდა.
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველმა საჯარო სკოლამ 120 წლის იუბილე იზეიმა. საზეიმო საღამოზე სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მრავალფეროვანი რეპერტუარი წარმოადგინეს. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნციპალიტეტიდან აცნობეს.
ქობულეთის ქალთა ოთახში შეხვედრა გაიმართა, რომელიც პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისა და კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაო ჯგუფის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
დღეს ქობულეთის ქალთა ოთახში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
ქობულეთის კულტურის სახლში გენდერული თანასწორობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ტრენინგ-სემინარი ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებითა და ქობულეთის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.