საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა, შვილებთან ერთად, კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა.
1-ლი ოქტომბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 98 000 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67 მილიონ ლარს მიაღწია. 30 სექტემბერს დაფიქსირდა მიმდინარე რთველის სეზონზე რქაწითელის გადამუშავების პიკური მაჩვენებელი - 4,4 ათასი ტონა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით საფეხბურთო სკოლამ სპორტული აქსესუარები მიიღო. სპორტული ნივთები სკოლის აღსაზრდელებს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა გადასცეს.
რუისი-აგარას გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი ოქტომბრიდან გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე ეტაპობრივად გადაერთვება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ახალციხის მუნიციპალიტეტსა და დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 070728,84 ლარია.
ხონში, სამხედრო დასახლებაში არსებული გმირთა მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის, წმინდა მღვდელმთავრის, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე, ’’ჭყონდიდობა’’ აღინიშნება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორმა კოოპერატივმა დაიწყო ფუნქციონირება. "თერჯოლის ღვინო" და "საზანო" საზეიმო ვითარებაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების ატაშემ გახსნეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით გამგეობის თანამდებობის პირებსა და „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას“ შორის შეხვედრა გაიმართა და მათ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად აბონენტთა რაოდენობა მუნიციპალიტეტში 200 ოჯახით გაიზრდება.
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსთან, ნუგზარ ბოლქვაძესთან ერთად აკეთსა და მამათში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.