კახეთის გუბერნატორი მევენახის მიერ ვაზის გაჩეხვას პოლიტიზებულ პროცესს უწოდებს. მან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში გელა გრიშენკოს ვენახი პირადად მოინახულა და განაცხადა, რომ კახელმა მევენახემ, გელა გრიშენკომ შეცდომაში შეიყვანა ჟურნალისტები.
22 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 36 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მათ შორის – 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 16 ათას ტონამდე საფერავი, 1,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და 5 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი – ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გორდი კინჩხას დამაკავშირებელი გზის 5 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება დასრულდა. ამჟამად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე არხებისა და სხვა კეთილმოწყობითი სამუშაოები ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და გამგებლის მოადგილე ვასილ ჩხენკელი გაეცვნენ.
ძევრის საჯარო სკოლის გუნდსა და ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ქვეითთა გუნდს შორის ბეისბოლის მატჩი გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე დაესწრო.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამავდროულად საფეხბურთო კლუბ ''გურიას'' პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ თუ გუნდის წარუმატებლობა გაგრძელდება, მოხდება ცვლილებები.
საქართველოს საპარტნიორო ფონდი და კორეული კომპანია „K Water“-ი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის, „ნენსკრაჰესის“ მშენებლობას იწყებენ– ჰიდროელექტროსადგურს საფუძველი დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ ერთობლივი ინიციატივით, თხოვნით მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციას „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, რათა მათ ხარაგაულში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ეტლები გადმოეცათ.
ფოთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლისა და თბომავლის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 უკვე სტაციონარშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გურია არის, იყო და ყოველთვის იქნება ქართული პოლიტიკის, თანამედროვე, პროგრესული აზროვნების ცენტრი, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთელებს „ალეგრობა“ მიულოცა.
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე „გეოპლანტის“ ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.