ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ეშტიასა და სათხეში საავტომობილო გზის მიმდინარე სამუშაოებს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გაგიკ კარსლიანთან და სამშენებლო კომპანია შპს „ჯავახ-ავტოგზის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
საქართველოს II ლიგის 2015 წლის სეზონზე აბაშის მუნიციპალიტეტის ახლად დაფუძნებულმა საფეხბურთო კლუბმა "ზანამ" საკუთარ მოედანზე პირველი თამაში ხობის „კოლხეთი II“ -თან გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა.
კახეთში რთველი იწყება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო, დაპირებისამებრ, 10 სექტემბრიდან ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან იწყებს.
გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაიწყო.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, რუისი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების განვითარების და რეკონსტრუქცია–მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ხერგიანი გაეცნენ.
ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებმა სოფელ კინჩხაში არსებული მდინარე ოკაცეს ხეობა და წყალვარდნილის ტურისტული ზონა დაასუფთავეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით სოფელ ნახუნავოს სტადიონზე ლელობურთში ჩემპიონატი ჩატარდა. თამაშის დაწყებამდე სპორტსმენებსა და მაყურებლებს ეს დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ყოფილმა რაგბისტმა, ალექსანდრე გრიგალავამ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა კახეთის რეგიონში, კერძოდ, ყვარელსა და ლაგოდეხში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დამატებით სამი ახალი სოფელი გაზიფიცირდება. საქართველოს მთავრობის პროგრამით ბუნებრივი აირით ზორვეთი, პირველი სვირი და როდინაული მომარაგდება.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 38 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“ აშენდება– მშენებლობას საძირკველი დღეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.