კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტების სამუშაოების შესრულების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილეს.
დაბა ასპინძაში ორი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი, რომელსაც 900 ათასი ლარი მოხმარდება, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ასპინძის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. გზების რეაბილიტაციაზე მიმდინარე წელს 1 677 770 ლარი იყო გამოყოფილი, ამ ეტაპზე ქალაქ ხონში უკვე დასრულებულია თუთისანის, გორგასლისა და ქაცარავას ქუჩებზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბათუმს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 11:00 საათზე პრემიერი ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომს გახსნის.
მჯერა, რომ გავა საუკუნეები და ამ ადგილზე ქართველები და ებრაელები ისევ შეიკრიბებიან და ისევ იზეიმებენ ჩვენს ძმობას და მეგობრობას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონის სინაგოგის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ჩვენი სურვილია დავაბრუნოთ მოსახლეობა მთაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რაჭის სოფელ უწერაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში წელს მთლიანად აღდგება მაჩხვარეთისა და აკეთის საბავშვო ბაღები. ახალი ბაღები შენდება წყალწმინდასა და ჯურუყვეთში. ასევე რემონტდება ჩიბათის, ნიგვზიანის, ჯურუყვეთის, ნინოშვილის საბავშვო ბაღები, ქვიანსა და მამათში კი ორ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა.
სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ამჟამად ქვედა და ზედა წევის დამაკავშირებელ გზის 150-მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდა.
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთებზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საგზაო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარეობს რკინა-ბეტონის საყრდენების ამოყვანა, კიუვეტების, გაბიონების და ბეტონის კონსტრუქციების მოწყობა და გზის გაფართოება
რამდენიმე წუთის წინათ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 22-მა დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარის ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტის საკითხს მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.