საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბე-ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
ეწერის საჯარო სკოლა, იანეთის პირველი სკოლა, ჯიხაიშის პირველი, მეორე, ჯიხაიშში, ყაზბეგის უბნის საჯარო სკოლა, სოფელ გომის, დაბლა გომის და კორმაღლის საჯარო სკოლები - ესაა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელთაც დღეს სამტრედიის გამგებელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და ამ დროისათვის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე _ რქაწითელი, 2 320 ტონამდე _ საფერავი, 375 ტონამდე _ კახური მწვანე და 2 700 ტონამდე _ სხვა ჯიშის ყურძენი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე დღეს სოფ. ძევრის საჯარო სკოლას ეწვია. მან ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს, მშობლებს და წარმატებები უსურვა მათ.
კასპში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა თუ პირთა ჯგუფმა, ავტოსადგურიდან მოყოლებული ე.წ. წყალსაქაჩის ხიდამდე გალვანიზირებული დიდი ზომის ურნები წააქცია, ხოლო მწვანე მცირე ზომის ბოძებზე განთავსებული ურნები დააზიანა და ძირს ჩამოყარა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის ,,ბერმუხას“ სტადიონზე ევროკავშირის სპორტული პროექტი ,,სკოლა+სპორტი+პოლიცია“ საზეიმოდ დაიხურა. პროექტი საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის მოსახლეობამ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, გამგებლმა გაგიკ კარსლიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა დღეს სოფელ განძის 1 313 მ შიდა სასოფლო გზის მოასფალტებული მონაკვეთი გახსნეს.
ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონში ყურძნის სარეალიზაციოდ სპეციალური ადგილები მოეწყო.
თელავი-გურჯაანის მთავარი მაგისტრალი გადაკეტილია. გზა დღეს დილიდან კახელმა მევენახეებმა გადაკეტეს, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ორი ახალი გზა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ საზეიმოდ გახსნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.