რეგიონები

ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, გამგებლის მოადგილემ ვასილ ჩხენკელმა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ამირან კინწურაშვილმა ხონში მდებარე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მარიამობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული მიუტანეს.

სრულად...

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია იწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ნოდარ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

ახალი თვითმმართველობის კოდექსს, რომელიც წელიწადზე მეტია რაც ამოქმედდა, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე guardian.ge -სთან საუბრისას აფასებს.

სრულად...

ხობის  მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის დასახლება საჭოჭუო ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. დასახლებაში დაახლოებით 15-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, ამ დასახლებაში სანიაღვრე არხები მოწესრიგებული არ არის და წლებია, ისინი ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

სრულად...

ბათუმში, ღამის განმავლობაში, სახანძრო-სამაშველო სამსახური 300-ჯერ გამოიძახეს. გამოძახებები სახლების დატბორვას და დატბორილ ქუჩებიდან ავტომობილების გამოყვანას შეეხებოდა.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს 13 ერთეული სანაპირო ზოლის დასასუფთავებელი სპეცტექნიკა გადასცა.

სრულად...

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე თვითმმართველობის არსებულ კოდექსს მისაღებად მიიჩნევს, თუმცა თვლის, რომ რეგიონებს მეტი დამოუკიდებლობა უნდა გააჩნდეთ და საშუალება ჰქონდეთ იმისა, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი სიმდიდრეები თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენონ.

სრულად...

დღეს, სენაკის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გაადააყენეს. ხვიჩა ჯიშკარიანმა მომხდართან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და მისი გადაყენების ინიციატორებად სენაკის რაიონის გამგებელი, მაჟორიტარი დეპუტატი და სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი დაასახელა.

სრულად...

თუშეთის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 90 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემათ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი