საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯოში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში შეხვედრა გამართა და მოსახლეობას "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" პროგრამა გააცნო.
"ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია რადიო ჰერეთის საინფორმაციო პოლიტიკაში უხეშად ერევა, ურეკავს ჩემს თანამშრომლებს და მეც „მეგობრული რჩევებით“ და გვირჩევს საქმეს კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაც არ მოსწონს", - ამის შესახებ რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელმა „ჰერეთის“ პირდაპირ ეთერში თოქ-შოუში „თავისუფალი დრო“ ჩართვისას განაცხადა
სახელმწიფო სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიღებას დღეიდან ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს. სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ორი ახალი ტერიტორიული სამსახური ამოქმედდა. მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
რეგიონული განვიათარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მაშინ როცა ის მინისტრის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე კომპანიები საეჭვოდ იგებენ ტენდერებს, მან ამ მუნიციპალიტეტების რიცხვში ონისა და მესტიის გვერდით, ახალქალაქიც მოიხსენია.
კასპის რაიონის სოფელ ოკამთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრეები ცეცხლის საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის მუშაობას აგრძელებენ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამთან სახნავ-სათეს ფართობზე თივას ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი იწვის. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.
სოფელ ადიგენში კილომეტრ–ნახევარიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მის მოასფალტებას, რკინა–ბეტონის სანიაღვრე არხებისა და მილ–ხიდების მშენებლობას მოიცავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს და რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ყვარელში უმასპინძლა. სტუმრებმა ისტორიული ღვინის საცავი-გვირაბი დაათვალიერეს და ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობა იუსტიციის სამინისტროს სერვისებს სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.