რეგიონები

ვალერი ფოცხვერია სამტრედიის მუნიციპალიტეტს უკვე მეორედ ხელმძღვანელობს. პირველად, რაიონის სათავეში 1999 წელს მოვიდა, როცა სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა და ამ პოსტზე 2002 წლამდე დაჰყო. მეორედ კი გასულ წელს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „კოალიცია ქართული ოცნებიდან“ იყარა კენჭი და ხალხმა გამგებლად აირჩია. 

სრულად...

რამდენად გამოჰყვა სპორტული ჟინი  მას პოლიტიკაში, რა თვისებებია მისთვის ამოსავალი წერტილი ადამიანების სამსახურში აყვანისას ან დაწინაურებისას, რა დაპირებების შესრულება შეძლო გამგებლის პოსტზე ერთწლიანი მოღვაწეობისას, რა მიაჩნია „ქართული ოცნების“ მთავარ მონაპოვრად - ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხებს, ალექსანდრე გრიგალავასთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

სრულად...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტივენჰ ეიკინი ხონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

სრულად...

ყვარელში მოწამლულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. პაციენტებს საერთო სიმპტომები აღენიშნებათ: ღებინება, ფაღარათი, საერთო სისუსტე და მაღალი ტემპერატურა.

სრულად...

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს სტუმრობდა, სადაც გოჭკადილის კანიონი დაათვალიერა და ვიზიტორთა ცენტრის პროექტს გაეცნო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.

სრულად...

ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში 30 ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს, მათ შორის უმეტესობა მცირეწლოვანია. საავადმყოფოში მასობრივი მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ზუსტ მიზეზს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.

სრულად...

კურორტ ბეშუმიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი "პიკაპის" ტიპის ავტომობილი ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილიდან, შემაღლებული ადგილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ორი მოზარდი დაიღუპა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ხულო-ადიგენის გზის პროექტის შესახებ გუშინ, ზემო აჭარაში შუამთობის დღესასწაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ქალაქ სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი