მთა არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, ამიტომ მთაში მცხოვრებ ხალხს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მათზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში შეკრებილებს განუცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შუამთობის დღესასწაულზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან და დასავლეთ საქართველოს მუფტთან ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად მივიდა.
ხონის მუნიციპალიტეტში შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და გამგებელი ჯემალ მებუკე გაეცნენ.
„ატეკიდან“ დაწყებული კარიერა, რომელიც თბილისის ცირკის დირექტორობით, საქართველოს პარლამენტის წევრობით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლობით გაგრძელდა - ეს არის თემურ ჯაფარიძის მოკლე ავტო-ბიოგრაფია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საზაფხულო საძოვრებამდე მისასვლელი დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგენილია. ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმართველობა და სოფელ დერცელის მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში ერთობლივი ძალებით ახდენდნენ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას
თურქული კომპანია „Fast track textile“, გურიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში, გია სალუქვაძე კომპანიის დირექტორს ალი შაჰინს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხობის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. მინისტრი 2008 წლის 8 აგვისტოს გმირულად დაღუპული ბიჭების ოჯახების წევრებს შეხვდა და ქ. ხობში ცოტნე დადიანის სახელობის სკვერში მდებარე ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ყვარელში, მეღვინეობა ხარებას ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის ლოკალიზებას ყვარლის, თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს სახანძრო სამაშველო სამსახურის ათი ბრიგადა მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს სამაშველო სამსახურიც.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელებში ხურჩაში, კოკსა და ორსანტიაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ კულაშის, N2 და N4 ბაგა-ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები მოინახულა და თავადაც ჩაერთო მშენებლობის პროცესში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.