ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური სიძლიერისთვის არსებული ჰიდრორესურსების მაქსიმალურად გამოყენებაა საჭირო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გამოხატულ პროტესტს სამართლიანს უწოდებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული უ.კ., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად...

თბილისში მყოფმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვას, ასე უპასუხა - „ჩვენ არ ვერევით ადამიანების თავისუფალ არჩევნებში“. როგორც ჰანმა აღნიშნა, ერთადერთი გზავნილი ექნება ახალგაზრდობისადმი, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და წავიდნენ არჩევნებზე.

სრულად...

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა წევრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგანის მოსახლეობას შეხვდნენ. ვაშაძის თქმით, მოსახლეობა თავს ხელისუფლებისგან მიტოვებულად გრძნობს და მისი გაპრეზიდენტებით ამ არაპროფესიონალების ბოგინი მორჩება საქართველოში.

სრულად...

გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ იაპონიიდან პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.

სრულად...

„შავი ზღვის უნივერსიტეტის“  სტუდენტები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლასთან აქციას მართავენ. მათი თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც უნივერსიტეტის მიმართ იქნა მიღებული, უსაფუძვლოა და დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს.

სრულად...

ხულოში ხანძრის შედეგად დამწვარია ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები.

სრულად...

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ევროპული სკოლის დაარსების საკითხი ასახულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დოკუმენტში.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნასთან დაკავშირებით იმყოფება. 

სრულად...

აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია-საქართველოს, შესაბამისი შეთანხმება საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ტარო კონომ გააფორმეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი