სამართალი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და დანარჩენმა მომჩივნებმა (ტელეკომპანია „საქართველო“ და ძმები ყარამანიშვილები) უკვე მეორედ ითხოვეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან პოზიციის წარდგენისთვის ვადის გადაწევა, რაც არ დაკმაყოფილდა.

სრულად...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე  „ხორავას ქუჩის“ საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ კომისიის გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას, ზაზა სარალიძის სახელით მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო. 

სრულად...

სასამართლოზე ვიტყვი სიმართლეს და საზოგადოება ბევრ ისეთ რამეს გაიგებს, რაც აქამდე არ გაჟღერებულა, აცხადებს პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მაჩალიკაშვილი.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე გამოიკვეთა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რაც მიუთითებს, რომ მ.კ.-ს მიმართ შესაძლოა, დაწყებული იყოს სისხლისსამართლებრივი დევნა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.

სრულად...

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი, ირაკლი ნოზაძე (პიკასო) სავარაუდოდ, გოგოებმა დაჭრეს, როგორც ამას თვითმხილველები აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძეს ორმა გოგომ მანქანით მოაკითხა, რომლებიც მას უხამსი სიტყვებით მიმართავდნენ და სახლიდან ჩამოსვლას სთხოვდნენ. მათივე ცნობით, მალევე დაჭრილი მომღერალი მანქანიდან გადმოვიდა და დახმარება ითხოვა.

სრულად...

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძე დაინტერესდა,  „რამდენად არის დაზიანებული დანა, რატომ არის დაზიანებული და აუცილებელი იყო თუ არა ამ დანის იმგვარი შემოწმება, რომ თუნდაც მიკროსკოპულ დონეზე აღქმადი დააზიანებები მიეღო. რამ გამოიწვია გაღუნვა"?

სრულად...

მირზა სუბელიანი იყო საქმეში დაცვის მხარის მოწმე, შესაბამისად, მისი დაკითხვა საგამოძიებო უწყებაში შესაძლოა აღქმული ყოფილიყო როგორც მოწმეზე შესაძლო ზეწოლა, განაცხადა პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დრობითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად.

სრულად...

ჩანაწერის ასლი თუ გააჩნდა ბატონ ზაზას, ეს ჩვენთვის უცნობი იყო - არ უთქვამს ჩვენთვის, რომ გააჩნდა, განაცხადა პარლამენტის დროებითი  საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი