GUARDIAN.GE -  სულ მცირე 59 ადამიანია მოკლული და 157 სხვას დაზიანებები აქვს მიღებული პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნე, როგორც BBC იტყობინება, ქალაქ პეშავარის მეჩეთში სალოცავად მყოფი პოლიციელები იყვნენ.

სრულად...

GUARDIAN.GE -  ირანი აცხადებს, რომ საჯაროდ ჩამოახრჩვეს 23 წლის ახალგაზრდა, რაც არის მეორე სიკვდილით დასჯა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან. 23 წლის მაჯიდრეზა რაჰნავარდი ორშაბათს, დილით, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩვეს, განაცხადა სასამართლომ.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთში მკაცრი კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ პროტესტმა უდიდეს ქალაქებში გადაინაცვლა. დემონსტრანტები ქვეყნის დედაქალაქ პეკინსა და ფინანსურ ცენტრ შანხაიში შეიკრიბნენ და კოვიდ-შეზღუდვებისადმი ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობა გააპროტესტეს. ზოგიერთმა მათგანმა პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომაც მოითხოვა.

სრულად...

GUARDIAN.GE - პაკისტანის ყოფილ პრემიერ მინისტრს, იმრან ხანს ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ვაზირაბადში მის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში დაჭრეს. ხანის უფროსმა თანაშემწემ AFP-ს განუცხადა, რომ ეს იყო „მისი მოკვლის მცდელობა“. ხანის პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ სროლის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - სი ძინპინი ჩინეთის ლიდერად მესამე ვადით აირჩიეს მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთკვირიან ყრილობაზე მისი ძირითადი კონკურენტები არჩევნებს ჩამოსცილდნენ. მესამე ვადით არჩევა ქვეყანაში დღემდე არსებული პრეცედენტის დარღვევაა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავაში ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 180 დაშავდა - იტყობინება BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი უბედურებაა მათ შორის, რაც კი სტადიონზე მომხდარა.

სრულად...

GUARDIAN.GE -  იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელიც წინაასარჩეევნო მიტინგზე 41 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ადასტურებს. 

სრულად...

GUARDIAN.GE - იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს ქალაქ ნარაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ორჯერ ესროლეს, რის შედეგადაც იგი მიწაზე დაეცა. მასზე თავდამსხმელი დაკავებულია.

სრულად...

GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, პირდაპირ განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც „სამხრეთ ოსეთს“ და არც აფხაზეთს და მისი ქვეყანა ამ პრინციპით იხელმძღვანელებს ლუგანსკისა და დონეცკის შემთხვევაშიც.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაუდასტურა პეკინის მოსკოვისადმი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მან პუტინს ოთხშაბათს განუცხადა, რომ „ყველა მხარემ პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს უკრაინის კრიზისის სწორად მოგვარებისთვის“, იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი