GUARDIAN.GE - ევროპაში ომი აზიური კუნძულიდან, ტაივანიდან კაპიტალის მასობრივი გადინების მიზეზი გახდა. როგორც CNN იტყობინება, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ჩინეთმა გაზარდოს თავისი სამხედრო ძალა ტაივანის წინააღმდეგ, რამაც კუნძულიდან უცხოელი ინვესტორების უპრეცედენტო გადინება განაპირობა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბოინგი 737-800, რომლის ბორტზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, ორშაბათს სამხრეთ ჩინეთში, პროვინცია გუანჯოუში, მთებში ჩამოვარდა. სახანძრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატასტროფის ადგილზე სიცოცხლის ნიშნები არ აღინიშნებოდა, იტყობინება Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.

სრულად...

GUARDIAN.GE - იაპონიაში ოთხშაბათ ღამით, ადგილობრივი დროით 23:36 საათზე მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 90 ადამიანს, ელექტროენერგია კი დროებით 2 მილიონზე მეტ მობინადრეს გაეთიშა, მათ შორის 700 000 ოჯახს ტოკიოში, იტყობინება BBC.

სრულად...

GUARDIAN.GE - იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია დამატებით კიდევ 17 რუსის აქტივებს გაყინავს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციების სამიზნე ჯგუფში მოხვდნენ მილიარდერ იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, რუსეთის პარლამენტის წევრები და რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვეკსელბერგი.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნატოს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის მოთხოვნას ჩინეთი შეუერთდა. ამის შესახებ მოსკოვმა და პეკინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. რუსეთის ლიდერი ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე დასასწრებად ჩინეთში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი ერთობლივი განცხადება პირდაპირ არ ეხებოდა უკრაინას, ორმა ქვეყანამ ნატო ცივი ომის იდეოლოგიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჯომართ ტოყაევმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებს „გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის“ უფლება მისცა. მან ასევე თქვა, რომ „20 000 ბანდიტი“ დაესხა თავს ალმათის, ქვეყნის ყოფილ დედაქალაქს, რომელიც პროტესტის ეპიცენტრად იქცა. 

სრულად...

GUARDIAN.GE - ОДКБ-ს რუსული სამშვიდობო ძალების ძირითადი კონტინგენტი - საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები - მოსკოვის, ივანოვსკის და ულიანოვსკის ოლქების აეროდრომებიდან ყაზახეთში გასაფრენად ემზადება, იტყობინება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.

სრულად...

GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტერორისტული საფრთხეების დასაძლევად დახმარებისთვის ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა. „ОДКБ-ის პარტნიორებისთვის დახმარების მიმართვას დროულად და სათანადოდ მივიჩნევ“, - განაცხადა თოყაევმა, როგორც ამას Sputnik Казахстан-ი იუწყება.

სრულად...

GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს ნურსულთან ნაზარბაევის ნაცვლად თავად უხელმძღვანელებს. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - საწვავზე ფასის გაძვირების გამო დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტი ყაზახეთის მთავარ ქალაქ ალმათიში მერიის ოფისში შეჭრით გაგრძელდა. პოლიციის მიერ ცრემლსადენი გაზისა და ხმოვანი ყუმბარების გამოყენების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაინც შეძლეს მერიის შენობაში შეღწევა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი