GUARDIAN.GE -ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი არის „მკვლელი“, რომელმაც „პრაკტიკულად გაანადგურა მთელი მსოფლიო“ კოვიდ-19-ის პანდემიით. ტრამპის Fox News-თან ინტერვიუს საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა თქვა, რომ პანდემიის შედეგად ათასობით ამერიკელის დაღუპვაში ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიუძღვის.

სრულად...

GUARDIAN.GE - ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაქცევის შემდეგ ბოდიშს უხდის ავღანელ ხალხს და აცხადებს, რომ ქაბულის დატოვება მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. როგორც ღანიმ თქვა, მას არ ჰქონია თავისი ხალხის მიტოვების განზრახვა, თუმცა „ეს იყო მხოლოდ ერთადერთი გზა“. მან კიდევ ერთხელ უარყო „უსაფუძვლო“ ბრალდებები, რომ იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 169 მილიონი აშშ დოლარით ჩავიდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა მტკიცედ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის თაობაზე - რამაც თალიბანის მებროლების ძალაუფლებაში სწრაფი დაბრუნება განაპირობა - და ავღანეთში ამერიკის 20-წლიანი ყოფნის დასრულების შემდეგ ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ უფრო ხანგრძლივად დარჩენა არჩევანს არ წარმოადგენდა.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ჩინეთმა გააფრთხილა დიდი შვიდეულის ლიდერები, რომ დღეები, როდესაც ქვეყნების „მცირე“ ჯგუფი წყვეტდა მსოფლიოს ბედს, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. „დღეები, როცა გლობალური გადაწყვეტილებები ქვეყნების მცირე ჯგუფისგან იყო ნაკარნახევი, დიდი ხნის გარდასულია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ქვეყნები, არიან ისინი დიდი თუ მცირე, ძლიერი თუ სუსტი, ღარიბი თუ მდიდარი, თანაბარნი არიან, და გვჯერა ისიც, რომ მსოფლიო საქმეები უნდა წყდებოდეს ყველა ქვეყანასთან კონსულტაციების მეშვეობით“, განაცხადა ლონდონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთმა სამი წლის და უფრო მეტი ასაკის ბავშვებში „სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო და ამით პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ასეთ მცირეწლოვან ბავშვებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები მოემზადონ „რთული“ კრიზისისთვის. როგორც BBC იუწყება, პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩანდა, რომ მან მდგომარეობა 1990-იანი წლების საშინელ შიმშილობას შეადარა. კიმმა, მოსალოდნელი გაჭირვების იშვიათი აღიარებით, ხუთშაბათს, პარტიის ოფიციალურ პირებს მოუწოდა „აწარმოონ კიდევ ერთი რთული ‘დაუღალავი სვლა’, რათა თუგინდ მცირედით მაინც შეამსუბუქონ ჩრდილო კორეელი ხალხის გასაჭირი“.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - სულ მცირე 71 ადამიანია გარდაცვლილი აღმოსავლეთ ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში კოკისპირული წვიმებისაგან გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყერების ჩამოწოლის შედეგად. 40-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ინდონეზიაში და ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა ეჭვგარეშეა, რომ მოიმატებს.

სრულად...

ათეულობით ადამიანია მოკლული უსაფრთხოების ძალების მიერ მიანმარში. ეს ყველაზე სისხლიანი დღე იყო მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების შედეგად ძალაუფლება სამხედროები იგდეს ხელთ.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, იტყობინება BBC შეერთებულ შტატებსა და იაპონიაზე დაყრდნობით. იაპონიამ და სამხრეთ კორეამ დაგმეს რაკეტების გამოცდა.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ჩინეთმა ძალიან მკაცრად გააფრთხილა ტაივანი, რომ მისი მცდელობები პეკინისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, „ნიშნავს ომს“. როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ გამაფრთხილებელ განცხადებას წინ უძღოდა პეკინის სამხედრო აქტივობები და კუნძულის სიახლოვეს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა. ამასთან, პეკინისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ტაივანი ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი