პოლიტიკა

გერმანიის კანცლერის ვიზიტი და ის გზავნილები, რომლებიც მან ჩამოიტანა, არის ძალიან მკაფიო და ძლიერი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც. მან ისაუბრა ოკუპაციის შესახებ, ის ეწვია საოკუპაციო ხაზს და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არის  უსამართლობა, აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე. 

სრულად...

გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში იმყოფებოდა. მერკელმა  ე.წ. მესაზღვრეების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გავლებული „საზღვარი" დაათვალიერა.

სრულად...

„ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის. ის არის არა მხოლოდ გერმანიის პოლიტიკური ლიდერი, არამედ ის არის ევროპული მასშტაბის და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი", აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

სრულად...

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს წილხვედრ ქვეყნად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ  საქართველოსთვის „მთავარი გამოწვევა უსაფრთხოება და კეთილდღეობის შექმნა“ არის.

სრულად...

გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ანგელა მერკელი საოკუპაციო ზოლს ქართული დელეგაციის გარეშე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების თანხლებით ეწვევა.

სრულად...

„ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრას შედეგიანს უწოდებს. როგორც ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, საპარლამენტო ოპოზიციისა და კანცლერის შეხვედრისგან ორი კონკრეტული შედეგი მიიღეს.

სრულად...

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მერკელთან „გაცილებით უფრო გულწრფელი საუბარი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდით“.

სრულად...

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებული ტერიტორიები უწოდა.

სრულად...

საქართველოს ნატოში სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში გერმანიის პოზიცია ასეთი დარჩება, განაცხადა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

სრულად...

გერმანიის ფედერალური კანცლერმა, ანგელა მერკელმა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის კონტექსტში საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ძალიან რთულია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი