პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, შევა თუ არა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

სრულად...

სალომე ზურაბიშვილი მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მოსახლეობის და ბიზნესის მხარდაჭერას ითხოვს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ მისი კანდიდატურის შესაძლო მხარდაჭერას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის ვერავის ვერ დაავალდებულებს იყოს მისი მხარდამჭერი: „მე თუ ვინმე მხარს დამიჭერს, ვიქნებოდი მადლიერი“, აღნიშნა მან.

სრულად...

მთაწმინდის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

სრულად...

მირჩევნია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს უშუალოდ ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არ შევეწინააღმდეგები, თუკი, არჩევანი შეჩერდა დამოუკიდებელ კანდიდატზე, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

სრულად...

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ, ფეისბუქში ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე, სოფლის მცხოვრებლების პროტესტს ეხმაურება. თალაკვაძე წერს, რომ მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია, რადგან მოპოვების პროცესში არაერთი დარღვევაა. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მიიღონ შესაბამისი ზომები და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი.

სრულად...

„ჩვენ, პოლიტიკოსებს ისე, როგორც არასდროს გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე იმიტომ, რომ ისე, როგორც არასდროს ჩვენ ვართ განსაკუთრებულად ახლოს ევროკავშირთან.  ნებისმიერი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ქართული საზოგადოების ამ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანთან  წინააღმდეგობაში მოვა, ცხადია ვერ ჩაითვლება სწორ ნაბიჯად  ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე", ასე გამოეხმაურა რომან კაკულია დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

სრულად...

საქართველოს - პატარა ქვეყანას - სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს ძალიან მწარე და მძიმე, ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი.

სრულად...

რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.

სრულად...

„ქართული ოცნების“ წევრი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, ის ნამდვილად ნეიტრალური პრეზიდენტი იქნება, გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ოპოზიციისკენ იხრებოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი